ინდოეთში მოახდინეს დემონტაჟი პირველი პომპიანი კრიპტოვალუტის აპარატის, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ Kempfort Mall-ში დააყენეს, მისი მფლობელი კი რეგულატორის ნებართვის გარეშე მოწყობილობის დაყენებისთვის დააპატიმრეს. ქალაქ ბენგალურუს პოლიციამ საქმე ტერმინალის ნებართვის გარეშე დაყენების ფაქტზე აღძრა და ასევე დააკავა კომპანია „ხარიშა“-ს დამფუძნებელი.
„კომპანია Unocoin-ის მიერ Kempfort Mall-ში დაყენებული კრიპტოვალუტის ტერმინალს არანაირი ნებართვა არ მიუღია მთავრობისგან და ამიტომ იგი ციფრული აქტივებით კანონდარღვევით ოპერირებს“, - ნათქვამია დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების პრესრელიზში.
პოლიციამ დალუქა კომპანია „ხარიშა“, ამოიღო რამოდენიმე მოწყობილობა, მათ შორის ნოუთბუქები და მობილური ტელეფონები, ასევე მოახდინა საკრედიტო და სადებეტო ბარათების, ნაღდი ფულისა და კომპანიის ბეჭდების კონფისკაცია.
კომპანია Unocoin-ს მიერ დაყენებული კრიპტომატი კლიენტებს საშუალებას აძლევდა შეეტანათ და გამოეტანათ თანხა მინიმუმ 1000 რუპის ექვივალენტის ოდენობით. მომავალში მსგავსი აპარატების მონტაჟი მუმბაისა და დელიში იგეგმებოდა.
ოპერაციები ციფრული საშუალებებით არღვევდნენ ინდოეთის ცენტრალური ბანკის დადგენლებას.
მიმდინარე წელს ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება - „ვირტუალურ ვალუტასთან მუშაობის აკრძალვის შესახებ“, რომელიც ფინანსურ დაწესებულებებს უკრძალავს კრიპტოვალუტის საწარმოებთან თანამშრომლობას.
ინდოეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების თქმით, კრიპტოვალუტები არ წარმოადგენენ გადახდის კანონიერ საშუალებას.
მასალების მიხედვით https://www.domain-b.com
ასევე წაიკითხეთ
ესპანეთმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მოქალაქეები ვალდებულნი არიან ციფრული აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოააშკარაონ
ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.
იაპონიაში სთეიბლკოინებს კრიპტოვალუტად არ თვლიან
იაპონიის ფინანსურმა სამეთვალყურეო ორგანომ - ფინანსური მომსახურების სააგენტო (FSA) stablecoin-ს კრიპტოვალუტების რიცხვს არ მიაკუთვნებს. მარეგულირებელმა ორგანომ, რომლის აზრითაც, ფიატთან დაკავშირებული მონეტები ციფრულ ვალუტას არ წარმოადგენს, მოცემული ტოკენების რეგისტრაციისადმი წაყენებულ მოთხოვნებზე ისაუბრა.