იტალიის ხელისუფლება, ადგილობრივი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, ორ საეჭვო კრიპტოპროექტში ინვესტიცია დროებით აკრძალა. საზოგადოებრივი საკითხების ეროვნულმა კომისია (CONSOB) რამოდენიმე ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე მიუთითებს, რომლებზეც მან პოტენციურად ყალბი ტოკენების Bitsurge-ს და Green Energy სერტიფიკატების გაყიდვა აკრძალა.
CONSOB - აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ანალოგია და იტალიის ფინანსური სექტორის ძირითადი მარეგულირებელია.
Bitsurge-ს სქემა სპეციალურ „ტოკენ-კონტრაქტებს“ სთავაზობს მომხმარებლებს და მათ ყოველთვიურ მოგებას ჰპირდება. პროექტის თანახმად, 1000 დოლარიანი ინვესტიცია მომხმარებელს თვეში 6% მოგებას მოუტანს.
მეორე პროექტი ნაკლებ კითხვებს ბადებს. CONSOB-მა Facebook-ზე რამოდენიმე გვერდის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომლებიც მომხმარებლებს „Green Earth Certificates“-ს სთავაზობდნენ. ეს, ბლოკჩეინზე მომუშავე აშკარად ყალბი ტოკენები, კოსტა-რიკის ტროპიკულ ტყეებში მიწებად საღდებოდა.
შესაბამისი მარკეტინგული მასალები მიწის მფლობელს წლიურ ექვსპროცენტიან მოგებას ჰპირდებიან. პროექტის თანახმად, ეს შესაძლებელია, რადგან ითვლება, რომ გამოყოფილი ჟანგბადი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაურკვეველი შეთანხმების ფარგლებში, მონეტიზირებადია.
„ტროპიკულ ტყეებში ნაყიდი მიწები პლატფორმა Green Earth-ზე 80%-იანი ფასის დაკლებით გაიყიდება და მყიდველს წლიურ ექვს პროცენტ მოგებას მოუტანს“ - ნათქვამია Green Energy-ს სარეკლამო ბანერში.
როგორც ყველა კლასიკურ პონცის სქემას შეეფერება, ორივე პროექტი ირწმუნება, რომ რაც უფრო მეტია ინვესტირებული თანხა, მით უფრო მეტი იქნება მიღებული მოგება.
CONSOB-ის განცხადებით, ორივე ტოკენზე იდუმალებით მოცული ფირმა Avalon Life არის პასუხისმგებელი. აღნიშნული ფირმა აცხადებს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სფეროს საგანმანათლებლო და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
მასალების მიხედვით thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
შეუძლია თუ არა მარეგულირებელს კრიპტოვალუტის ფასების ვარდნა შეაჩეროს?
Bitcoin-ის დათვურ წელიწადს უკეთესი დღეებიც ქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენის ფასმა 8%-ზე მეტად დაიკლო და ამჟამად Bitstamp-ის ბირჟაზე 3989.94$-ს შეადგენს. 2018 წლის 26 ნოემბერს The Week-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სწორი რეგულირების მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტას გახანგრძლივებული შავი პარასკევისგან აღდგენაში მიეხმარებოდა.
ჩრდილოეთ დაკოტის მარეგულირებელმა რუსული სტარტაპი აკრძალეს
აშშ-ში, შტატ ჩრდილოეთ დაკოტას ფინანსურმა მარეგულირებელმა თაღლითურ რუსულ კრიპტოვალუტურ კომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ მისცეს. როგორც გაირკვა, რუსული ფირმა ბრუნვაში მონეტების (ICO) გაშვების მიზნით, თავს ლიხტენშტაინში დარეგისტრირებულ ბანკად ასაღებდა.