7-8 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, "Blockchain Life" Huobi Russia-ს მმართველმა სერგეი გრაჩევმა და Huobi Global-ის დირექტორმა ედვარდ ჩენმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილი კრიპტოვალუტური პლატფორმა Huobi, 12 ნოემბერს რუსეთში თავის ოფისს გახსნის.
Huobi-ს რუსული ფილიალი, რუსულენოვანი ვებ-გვერდის, სადღეღამისო ონლაინ-სერვისითა და ქოლ-ცენტრის გაშვებით აიღებს სტარტს. Huobi-ს ოფისში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პალატების ქსელთან პარტნიორობით Blockchain-სტარტაპების ბიზნეს ინკუბატორის განთავსება არის დაგეგმილი, რათა რუსული პროექტებს დაუჭირონ მხარი, გაზარდონ მათი მასშტაბები და მოგება.
გარდა ამისა, Huobi-ს გეგმაში საგანმანათლებლო პროგრამაც შედის, რომელიც Blockchain ტექნოლოგიების და ციფრული აქტივების სფეროში მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს. ტრენინგებში ციფრული აქტივების მართვის სპეციფიკა და კრიპტოტრეიდინგის შესწავლა არის გათვალისწინებული. ბირჟის ინიციატივით, ეს პროგრამები რუსეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად განხორციელდება. Huobi-ს საგანმანათლებლო ინიციატივას უკვე შეუერთდა პლეხანოვის სახელობის ეკონომიკის უნივერსიტეტი და მოსკოვის პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტი.
კრიპტოვალუტური გიგანტი გვერდს არ აუვლის რუსეთის, ე.წ. მაინინგ-სასტუმროებსაც. ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, მსგავსი ობიექტების პოპულარობა იზრდება შედარებით იაფფასიანი "საცხოვრებლებლის" გამო. რადგან საშუალო ზომის მაინინგ ფერმები ზედმეტად ხმაურიანები არიან და ბევრ ენერგიას მოიხმარენ, მათ სახლებსა და ოფისებში ვერ განათავსებენ. ბაზარი გაჯერებულია სარფიანი წინადადებებით, ხოლო ტარიფებს განაპირობებს მაინინგის აღჭურვილობის სიმძლავრით, რაც ქვეყანაში მაინინგის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
Huobi თავისი გეგმის რეალიზაციას დამაჯერებლად ახორციელებს, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კრიპტობაზარის გაფართოებას მოიცავს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა აფრიკა, სამხრეთ აზია და ახლო აღმოსავლეთი.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოინვესტორები კრიპტობირჟების შემოწმებას ითხოვენ
ბიტკოინ-ენთუზიასტები საზოგადოებას Bitcoin-ის genesis-ბლოკის შექმნიდან ათი წლისთავის აღნიშვნისკენ მოუწოდებენ და, ამასთან დაკავშირებით, ბირჟებიდან თავიანთი აქტივების გატანას და ჰოლდერების სიმტკიცის შემოწმებას გეგმავენ.
Binance სტაბილური მონეტების ერთობლივ ბაზარს ქმნის
უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.