ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
გუშინ Binance-მ საკუთარი მომხმარებლისთვის ახალი სერვისი აამოქმედა. ამიერიდან, Binance-ს აქტიურ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სასტუმროს ნომრის დაჯავშნისას, Tripio-ს ერთიან პლატფორმაზე გადახდის ძირითადი საშუალების სახით Binance Coin-ის (BNB) გამოყენება შეუძლია.
Tripio ბლოკჩეინზე დაფუძნებული და მოგზაურობების დაჯავშნაზე ორიენტირებული პირველი პლატფორმაა. კომპანია სასტუმროების დასაჯავშნად ტურისტულ სერვის-პლატფორმას აქტიურად ანვითარებს. თავად პლატფორმა სმარტ-კონტაქტებს Ethereum ეფუძნება, რომელიც მატარებლების მართვის სერვისისთვის გამოიყენება.
ტურისტულ ოპერატორთან თანამშრომლობისგან სარგებელს რეიტინგული კრიპტოპლატფორმაც ნახულობს.
ბოლო დროის განმავლობაში Binance-ი აქტიურად ვითარდება. კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს და BNB-ს ფიატურ ვალუტებთან კონკურენციის თაობაზე ჩანპენ ჩჟაოს განცხადების გამყარებას ინტენსიურად ცდილობს. შემოდგომის თვეების განმავლობაში Binance-მ აამოქმედა კრიპტოვალუტების ობიექტური რეიტინგი Info 2.0, დანერგა ახალი პროდუქტი Chainalysis KYT და სტებლკოინების ახალი ერთიანი ბაზრის შექმნა დააანონსა.
ასევე წაიკითხეთ
OKEx-ი 58 სავაჭრო წყვილზე იტყვის უარს
ჰონკონგში ბაზირებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადამცვლელი OKEx-ი საკუთარ პლატფორმაზე რამდენიმე ათეულ სავაჭრო წყბილს წაშლის. შესაბამისი განცხადება კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა.
Binance-ი ბირჟა WEX-თან დაკავშირებულ ყველა ანგარიშს ყინავს
Binance -მა საკამათო კრიპტოფლატფორმა World Exchange Services (WEX)-თან ირიბად დაკავშირებული ანგარიშები გაყინა. ETH-ის 93000 მონეტა ამ ბირჟაზე WEX-ის ცივი საფულიდან გადმოირიცხა. მომხმარებლები შიშობენ, რომ ეს თანხა სამუდამოდ არის დაკარგული.