კორპორაცია OKEx-ის განცხადებით, რომელიც პოპულარულ კრიპტოვალუტურ პლატფორმას წარმოადგენს, მარჟინალური ვაჭრობისთვის მას მოქმედებაში ახალი სავაჭრო წყვილები - XRP/BTC და LTC/BTC შეყავს. მომხმარებლებისთვის ახალი ტრეიდინგი UTC-ის დროით 07:00-ზე გახდა ხელმისაწვდომი. ჰონკონგის ბირჟის განმარტებით, გაფართოებას მარჟინალური ვაჭრობის მზარდი პოპულარობა და შესაბამისად - მზარდი მოთხოვნა უძღოდა წინ.
ამავდროულად, ოფოციალურ საიტზე მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, OKEx-ი საკუთარ მომხმარებელს შესახებ აფრთხილებს და შემოთავაზებული ინვესტიციების ყოველმხრივი შემოწმებისკენ მოუწოდებს.
კომპანიის განმარტებით, დიდ მოგებასთან ერთად მარჟინალურ ვაჭრობას დიდი რისკები და თანმხლები ზარალის მოტანა შეუძლია. ამიტომაც, მისი გამოყენების წინ მომხმარებელს სიფრთხილე მართებს.
გაფრთხილების მიუხედავად, ახალი სავაჭრო წყვილების ამოქმედების დრო ტოკენ Ripple-ში ინვესტირებისთვის წარმატებით იყო შერჩეული. უკანასკნელი დღეების განმავლობაში XRP-ი 13 %-ით გაიზარდა. ხარის ნახტომივით მთავარი ბიძგი Ripple-ის მიერ გამოყენებული ძირითადი ინსტრუმენტი xRapid-ი მეტად ეფექტური გახდა და ის საბანკო სექტორმაც ფართო მასშტაბებით გამოიყენა.
რეალურად ბაზარი იზრდება და ამჟამად 215 მლნ აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია - უმაღლეს წერტილს უკანასკნელი დროის განმავლობაში.
ბოლო თვეების მანძილზე Ethereum-ის ვარდნის ფონზე, XRP-ი საკმაოდ მყარად გამოიყურება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს გარემოება OKEx-ზე ახალი სავაჭრო წყვილის XRP / BTC გამოჩენას შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, ამავდროულად, ეს უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მონეტის პამპს სრულად ვერ აღწერს
ასევე წაიკითხეთ
Binance ტოკენით სასტუმროს საფასურის გადახდა შეიძლება
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.
ესტონეთმა ევროკავშირში კრიპტოვალუტური საქმიანობისთვის ლიცენზია გასცა
12 ნოემბერს კრიპტოვალუტურმა ბირჟა B2B-მ, გამოაცხადა, რომ ესტონეთის ფინანსური მარეგულირებლისგან (FIU) ციფრული ვალუტის ვაჭრობისთვის ლიცენზია მიიღო, როგორც მთლიანად რეგულირებადი ბირჟა.

