პროექტი Orion Span-ი კოსმოსური სადგური Aurora-ს გაშვებას გეგმავს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს. კოსმოსური სასტუმროს ნომერი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც $9,5 მლნ ან ამ თანხის კრიპტოვალუტაში ეკვივალენტის გადახდის საშუალება ექნება.
„გსურთ უწუნობაში გაღვიძება და ილუმინატორიდან კი დედამიწის ცისფერი ბურთის დანახვა?“
სავარაუდოდ, ასეთი ტექსტებით იქნება აჭრელებული სარეკლამო პროსპექტები, რომელსაც Orion Span-ი ქმნის. კალიფორნიული კომპანია დედამიწის ორბიტაზე მაღალი კლასის სასტუმროს გაშვებას 2022 წელს გეგმავს. კოსმოსური სადგური Aurora-ში 12 დღიანი კოსმოსურ ტურში ადგილების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.
კოსმოსური ნომრის დაჯავშნა 80 000 აშშ დოლარად არის შესაძლებელი, ხოლო ეგზოტიკური დასვენების მთლიანი ღირებულება 9,5 მილიონ დოლარს (32 000 საათში) შეადგენს. ამასთანავე, კომპანიამ განაცხადა, რომ მზად არის ტურის ღირებულების საფასური კრიპტოვალუტაში მიიღოს. (BTC) Ethereum (ETH), Bitcoin Cash (BCH) და Litecoin (LTC) - ეს კრიპტოვალუტები კოსმოსში სამოგზაუროდ ნამდვილად გამოგადგებათ.
პროექტი ამ წლის აპრილში დაიწყო და პოტენციური კოსმოსური ტურისტებისაგან უკვე 12 ჯავშანი არის მიღებული. 12 დღიანი ტური 4 მგზავრსა და ეკიპაჟის ორ წევრზე არის გათვლილი.
სადგურის მოდულური არქიტექტურა, მოთხოვნებისამებრ, მისი გაფართოვების საშუალებას იძლევა. პირველადი მოდული 13,3 მ სიგრძის და 4,3 მ სიგანის იქნება, ხოლო მოცულობა - 160 კუბური მეტრი.
გარდა ჩარტერული რეისების განხორციელებისა, სადგურზე კოსმოსური ცდებისა და კვლევების ჩატარება არის დაგეგმილი.
Orion Span-ის გეგმის თანახმად, ავტონომიური კოსმოსური სადგურის აშენდება და ორბიტაზე გაეშვება 2021 წელს არის დაგეგმილი, ხოლო 2022 წელს სადგური კოსმოსური ტურისტების მიღებას დაიწყებს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური აპლიკაციები ჩინეთს იპყრობს
Nasdaq-იდან ცოტა ხნის წინ ჩატარებული Jiguang-ის ანალიზის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს იყენებს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. ციფრები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის მერყეობის მიუხედავად, 230,84%-ით ზრდას აჩვენებს.
არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა
ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ, ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავა.