South China Morning Post-ის (SCMP) თანახმად, Bitmain Technology-მ და Huobi Group-მა თანამშრომლების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს.
კომპანია Bitmain-ი ცვლილების მიზეზად, ბაზრის ვარდნასთან დაკავშირებით, რესტრუქტურიზაციას ასახელებს. კომპანია ძირითად მიმართულებად ბიზნესს ისახავს და ყველა სხვა მეორეხარისხოვან განყოფილებას ხურავს. ჭორები დადის, რომ კომპანია დაახლოებით თანამშრომლების ნახევარს გაათავისუფლებს.
ანალოგიურად, ჩინური ბირჟა Houbi Group-ი გამოდის, სადაც 1000 ადამიანზე მეტი მუშაობს, მომავალი წლისთვის მათი ნახევრის შემცირებას გეგმავს.
ბაზრის მოულოდნელმა ჩამოშლამ, ბევრ კომპანიაზე იქონია გავლენა, რამაც ზოგიერთი შემცირება და სამსახურიდან გათავისუფლებაც გამოიწვია.
ამ თვის დასაწყისში, CNN-ის ცნობით, კომპანია ConsenSys-მა ასევე განახორციელა რესტრუქტურიზაცია და თავისი მუშა ხელის 60% გაათავისუფლა სამსახურიდან, დათვურ ბაზარზე საკუთარი ბიზნესის ოპტიმიზაციის მცდელობით.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ზოგიერთ შემთხვევაში მაღალ კონკურენტულ გარემოში აღვადგინოთ სტარტაპების მდგომარეობა", - განაცხადა კომპანია ConsenSys-ის გენერალურმა დირექტორმა თავის წერილში თანამშრომლებისთვის ჯოზეფ ლუბინმა.
სოციალური პლატფორმა Seemit-ის ბლოკჩეინიც დაზარალდა. კრიპტოვალუტის კოლაფსის დაადანაშაულებით, Steemit-ის გენერალურმა დირექტორმა ნედ სკოტმა განაცხადა, რომ სტარტაპი თავისი გუნდის 70% უშვებს სამსახურიდან, რაც ახსნა იმით, რომ სულ უფრო რთული ხდება ბლოკჩეინის გაუმჯობესება " Steem-ის სავსე კვანძების ზრდადი დანახარჯების ექსპლუატაციისთვის" და ფიატში ბევრად ნაკლები შემოსავალის პირობებში.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთის პოლიციამ DasCoin-ს საქმიანობა აუკრძალა
წინა კვირას პოლონეთის პოლიციამ კომპანია DasCoin-ის საკუთრებაში არსებული $11.6 მილიონი ამოიღო. პოლონეთის ხელისუფლებამ კომპანიის მონიტორინგი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. კომპანია DasCoin-ი თაღლითური სქემების დახმარებით ხალხს ატყუებდა და ყალბ ტოკენებს ყიდიდა, რითაც ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსს არღვევდა.
კრიპტოპლატფორმები Bitcoin Cash-ის ფორკისთვის მზად არიან
მომავალ კვირას Bitcoin Cash-ის საზოგადოებას ჰარდფორკი ელოდება. ცოტა ხნის წინ, თავიანთი ხედვა ფორკის შემთხვევაში მხოლოდ Bitasiex-მა, Coinex-მა და Ledger Wallet-მა გაჟღერა, მაგრამ ამ დროისთვის მსგავს განცხადებას უკვე მრავალი კომპანია აკეთებს.