ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიტკოინ-მისამართმა “გაიღვიძა” და ვიღაცამ, 257 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების, 66 233 BTC გადარიცხა. ეს მისამართი 2014 წლიდან აქტიური აღარ იყო.
სტატიის დაწერის პერიოდში გადარიცხვის დანიშნულება უცნობია. სავარაუდოდ, ეს საბირჟო მისამართი არ არის, ვინაიდან ამხელა თანხებს სერიოზული დამფის წარმოქმნა შეუძლია.
გადარიცხული თანხის რაოდენობა ბირჟა Binance-ს ($205 მილიონი) და ბირჟა Bitfinex-ს ($155 მილიონი) მთლიანი გასული დღის ბრუნვას აღემატება.
გარდა ამისა, ამ გადარიცხვის საკომისიომ, სულ რაღაც, 43 აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი დიდი თანხისთვის ეს გასაკვირად ცოტაა. ასევე, რათა უფრო გართულებულიყო დანიშნულების გამოთვლა, ტრანზაქცია დაიყო დიდი რაოდენობით SegWIt-ზე.
ხარებისთვის ეს საშინელი ამბავია, თუმცა, თუ დანიშნულების ადგილი არასაბირჟო მისამართია, მაშინ ბირჟაზე გავლენა უმნიშვნელო იქნება.
თუ დანიშნულების ადგილი ბირჟა იქნება, მაშინ ეს სიტუაცია კრიპტოვალუტაზე ნეგატიურად აისახება. ეს შესაძლოა ფასის მანიპულაციისთვის გამოიყენონ და ის მკვეთრად, $3000-მდე დაეცეს.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამყიდველი, განსაკუთრებით ის, ვინც ამ რაოდენობას ყიდის, სურს გაყიდვის ფასის მაქსიმალიზაცია და არა მისით მანიპულირება.
მასალების მიხედვით cryptopotato.com
ასევე წაიკითხეთ
31 ოქტომბერს მიიღე საჩუქარი Forknews-ისგან
2008 წლის 31 ოქტომბერს ყველა კრიპტოვალუტის შემქმნელი სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა ბიტკოინის White Paper. ეს დღე ჩვენი სამყაროს ციფრულ ეპოქაში ითვლება ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს თარიღად. Forknews-ის რედაქცია ათამაშებს პრიზებს ჩვენი მკითხველებისა და გამომწერებისთვის - კრიპტოსაფულის მფლობელთათვის.
დონალდ ტრამპმა ბიტკოინის მომხრეს თეთრი სახლის აპარატით ხელმძღვანელობა დაავალა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბიტკოინის ცნობილი მომხრე მიკ მალვანი თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა. ამჟამად ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სადაო ფიგურაა და მის მიმართ თქვენი სიმპათიის თუ სიძულვილის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია უზარმაზარ სარგებელს ნახავს იმისგან, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს კრიპტოენთუზიასტს აშშ-ს პრეზიდენტზე გავლენა ექნება.