რეგულირებადი იაპონური ბირჟა Houbi ჯგუფის წევრი გახდება. ახალი ბირჟა 6 კრიპტოვალუტისა და 11 სავაჭრო წყვილის მხარდაჭერას მიიღებს. Bittrade-ს არსებული კლიენტებისთვის აუცილებელია გახსნან ახალი ანგარიშები, დაასრულონ KYC-ის შემოწმება და გადაიტანონ თავიანთი აქტივები ახალ პლატფორმაზე.
Bittrade, იაპონური კრიპტოვალუტური 16 რეგულირებადი ბირჟიდან ერთ-ერთია, რომელმაც მიმდინარე ვაჭრობის საქმიანობისგან სრული უარი განაცხადა. ბირჟა მუშაობას მისი შვილობილი კომპანიაHuobi Japan Holding Ltd-ის სახელით აღადგენს, რომელმაც ბირჟა Bittrade-ს სრული პაკეტი შეიძინა.
თვითონ ბირჟა Huobi-მ შეწყვიტა მომსახურეობის გაწევა იაპონიის მოქალაქეებისთვის, რეგულირების პრობლემების საფუძველზე, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა დარეგისტრირებულ კრიპტოვალუტურ ბირჟას. იაპონური დარეგისტრირებული ბირჟის შეძენისას, ბირჟა Huobi ისევ შეძლებს იაპონელი მომხმარებლების მომსახურეობას.
იაპონური იენები Bittrade-ს ანგარიშებიდან, 2019 წლის 18 იანვრამდე უნდა გადამისამართდეს დარეგისტრირებულ საბანკო ანგარიშებზე . კრიპტოვალუტის გადატანა Bittrade-ს ანგარიშდან Huobi-ის ახლად შექმნილ ანგარიშებზე პირდაპირ იქნება შესაძლებელი.
ბირჟამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი პლატფორმა ყველა კრიპტოვალუტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რომელიც ამ მომენტისთვის არის Bittrade-ზე: BTC, BCH, XRP, MONA, ETH და LTC. პირველი ოთხი იენთან ივაჭრებს წყვილში, გარდა ამისა BTC, ETH, LTC და MONA წყვილში BTC-სთან ივაჭრებს. Bittrade-მ აღნიშნა, რომ ახალი სისტემა დამატებით შემოგვთავაზებს წყვილებს ETH/იენა, LTC/იენა და XRP/ BTC.
Bittrade-მა ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია 30 ნოემბერს შეწყვიტა.
მოსალოდნელია რომ ახალი Huobi-ს პლატფორმა 10 დეკემბერს დაიწყებს მომხმარებლების რეგისტრაციას. დეპოზიტების მიღებასა და ვაჭრობას 8 იანვარს. ვებ-გვერდის მისამართი იქნება huobi.co.jp.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
ბირჟა Nasdaq-ი ფასების ვარდნის მიუხედავად Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას მაინც გეგმავს
ბირჟა Nasdaq-ი ცდილობს, 2019 წლის პირველ კვარტალში კონტრაქტების ჩასაშვებად, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
Binance ტოკენით სასტუმროს საფასურის გადახდა შეიძლება
ბლოკჩეინზე დაფუძნებული სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Tripio, რომელიც ასევე სახელით Crypto Airbnb-ი არის ცნობილი, საკუთარ მომხმარებელს სასტუმროს 450 000 ნომრის და საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურის BNB ტოკენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს.

