უქმეებზე ბაზრის დაბალი აქტიურობის დიდი ალბათობაა და კრიპტოვალუტური წყვილები მოძრაობას გვერდულა დიაპაზონში გააგრძელებენ
BTC/USD

გუშინ, საშუალო მოცულობების ფონზე, საშუალო აქტიურობის ტალღა იყო შესამჩნევი, რა დროსაც, ვაჭრობის მოცულობამ მცირე დროის მონაკვეთში საშუალოზე მაღლა აიწია. ამ დროის პერიოდში, BTC-ს ფასი გვერდულის ჩარჩოებში სწრაფად აღდგა. 6382.50USD-ის დღის მინიმუმიდან 6450.30USD მაქსიმუმამდე. როდესაც მოცულობამ იკლო, წყვილი წინააღმდეგობის ნიშნულს ქვემოთ 6427.16USD ისევ ჩამოქვეითდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფასმა გადალახა ეს წინააღმდეგობის ზღვარი, ფასის რხევის დიაპაზონი, ისევ შევიწროვდა, როგორც მანამდე და ჩაქრობად ამპლიტუდას გვიჩვენებს. ვვარაუდობთ, რომ უქმეებზე გვერდულა ტენდენცია გაგრძელდება.
ETH/USD

ETH/USD-ის წყვილის გრაფიკულ გამოსახულებაზეც შეგვიძლია ბაზრის აქტიურობის ზრდა შევნიშნოთ, რომლის დროსაც Ethereum-ის ფასმა გადალახა 200.00USD-ს წინააღმდეგობა და დაამყარა კვირის მაქსიმუმი 204.27USD. იმის შემდეგ, რაც შემცირდა ვაჭრობის მოცულობა, ETH-ის ფასმა “ორასიანი დონე”, როგორც მხარდაჭერა, ისე გამოიყენა და მის ზემოთ გამყარდა. ვვარაუდობთ, რომ შაბათ-კვირის დასაწყისში, ორასდოლარიანი დონის ზემოდან-ქვემოდ და ზემოდან-ქვემოთ” გადაკვეთა - გაგრძელდება.
XRP/USD

Ripple-ს გრაფიკულ გამოსახულებაში აქტიურობის ტალღა თითქმის შეუმჩნეველია. წყვილი გაიწელა 0.450USD ფიბონაჩის ნოლოვანი დონის გასწვრივ და ცდილობდა “თავი არ გაეყო” საშუალო სრიალა EMA55-ს ზემოთ. მეტად სავარაუდოა, რომ მსგავსი დინამიკა შენარჩუნდება შემდეგი კვირის დასაწყისამდე.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 11.12.2018-სთვის
წლიური მინიმუმების განახლების შემდეგ, აღდგენის ფაზა ჯერ არ დასრულებულა. დღეს მიზნობრივ დონესთან ზრდას ველოდებით.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 19.11.2018-სთვის
გასულ შაბათ-კვირას, ფასები ძირითადად კონსოლიდაციაში იყო. მაგრამ, უახლოეს მომავალში დათვური ზეწოლა შეიძლება განახლდეს და ბაზარი ისევ შემცირებისკენ წავა.

