კომპანია Huawei-მ ცოტა ხნის წინ შეწტყობინება გაავრცელა, რომ Cloud Blockchain Service-ს (BSC) გაუშვებს. მუშაობის დაწყება, ბლოკჩეინის ინდუსტრიის მიმართულებით, კომპანიისთვის კიდევ ერთი ნაბიჯია. ა.წ ოქტომბერში Huawei-მ ჩინეთის მომხმარებლებისთვის კომერციული სერვისი გაუშვა.
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია საერთაშორისო ვებ-გვერდზე Huawei Cloud, რომელზეც საწარმოები შეიმუშავებენ, განათავსებენ და ასევე მართავენ ბლოკჩეინ აპლიკაციებს. ჩინური კომპანიის აზრით, ეს პროცესები სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გაიმართება.
შემმუშავებლები აცხადებენ, რომ BCS სერვისი მარტივია, ეფექტური და უნივერსალური. იგი შეიძლება გამოყენებული იქნას Internet of thing-სთვის, ფინანსებში და სხვა მრავალ მრეწველობაში.
აპრილში Huawei-მ ახალი პლატფორმა Blockchain-as-a service (BCaaS) გაუშვა, რომლის მიზანია კომპანიებს საშუალება მიეცეს განაწილებული რეესტრების ბაზაზე სმარტ-კონტრაქტები შექმნან. Huawei-ს დეველოპერის ხუ ჟუიფენის თქმით, ახალი გადაწყვეტილება BaaS Hyperledger Fabric 1.0-ს ეფუძნება.
მასალების მიხედვით itproportal.com
ასევე წაიკითხეთ
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.
ენერგეტიკულმა გიგანტებმა ნავთობით ვაჭრობისთვის ბლოკჩეინ-პლატფორმა გაუშვეს
VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.