ტაილანდის ძირითადი ოპოზიციური - დემოკრატიული პარტია მსოფლიოში პირველი გახდა, რომელმაც პირველადი არჩევნები ბლოკჩეინის ბაზაზე ჩაატარა. Zcoin ბლოკჩეინზე დაფუძნებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით, პარტიამ თავისი არჩევნები წამატებით ჩაატარა, რომელშიც 120 000 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
პოლიტიკური პარტია კენჭისყრაში IPFS-ს იყენებს, რათა გამჭირვალობა და სიზუსტე უზრუნველყოს. პარტის წევრებს ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მობილური აპლიკაციების საშუალებით ან Raspberry Pi სისტემაზე მომუშავე საარჩევნო უბნებზე შეეძლოთ.
შემდეგ IPFS საიდენტიფიკაციო დოკუმენტებისა და ხმის დათვლის დაშიფრული მონაცემების შესანახად გამოიყენეს. ჰეში Zcoin ბლოკჩეინზე ინახებოდა და მათი შეუცვლელობისა და ტაილანდური საარჩევნო კომისიის წევრებისა და დემოკრატიული პარტიის წევრების მიერ შემოწმების შესაძლებლობის გარანტიას იძლეოდა.
Zcoin-ის შემმუშავებელმა და დამფუძნებელმა პორამინ ინსომმა დემოკრატიული პარტიის არჩევნების შესახებ ისაუბრა:
მე ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ Zcoin-ი პირველი ფართომასშტაბიანი კენჭისყრის ჩატარებაში დაეხმარა, რისი წყალობითაც ამომრჩევლების დიდი რაოდენობა და გამჭირვალობა იქნა მიღწეული. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის დიდი მიღწევაა და ვიმედოვნებთ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები, არამხოლოდ ტაილანდში, არამედ სხვა რეგიონებშიც, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას შეძლებენ, რათა ფართომასშტაბიანი ელექტრონული კენჭისყრა ან გამოკითხვა ჩაატარონ.
თუკი ადრე 250 დეპუტატისგან და და პარტიული განყოფილების წარმომადგენლებისგან შემდგარი მცირე ჯგუფი პარტიის ლიდერ ირჩევდა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ პარტიის 120 000 -ზე მეტ წევრს მთელი ქვეყნის მასშთაბით არჩევნებში მონაწილების საშუალება მისცა.
დაშიფრვის გასაღები, რომელიც ხმის მიცემის პროცესში იყო გამოყენებული, კრიპტოგრაფიკული მეთოდის Shamir's Secret Sharing Scheme-ის გამოყენებით გაიყო, რაც კონსენსუსის გარანტიას იძლევა იმისთვის, რომ ხმის მიცემის სრული ნაკრების გაშიფრვა მოხდეს. კენჭისყრის მონაცემების გაშიფვრა მხოლოდ ხუთივე მხარის სრული კონსენსუსის შემდეგ იქნება შესაძლებელი, კერძოდ კი ტაილანდის საარჩევნო კომისიისა და დემოკრატიული პარტიის სამივე წარმომადგენელი მხრიდან.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.
TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს
29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.