კრიპტოვალუტური საზოგადოება როდესაც მიღებას განიხილავს, ხშირად, აზრად მოგვდის მსხვილი ორგანიზაციების დასახელება და ხელმძღვანელი პირების სახელები, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კრიპტოენთუზიასტები, Google-ს გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებას, ასე აღგზნებულად განიხილავენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ვაჟი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Ethereum-ით (ETH) დაინტერესდა.
New Yotk Times Dealbook-ის ღონისძიებაზე გამოსვლისას, რომელზეც ასევე იმყოფებებოდა Black Rock-ის გენერალური დირექტორი ლარი ფინქი, პიჩაი განიხილავდა ტექნოლგიებისადმი დამოკიდებულებას, ასევე აპლიკაციებს მშოლებისთვის, რომლებიც აკორექტირებენ იმას, თუ რამდენ დროს ატარებენ ბავშვები პლანშეტბსა და სმარტფონებში. პირადი ცხოვრების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მან საზოგადოებას უამბო, რომ თავისმა 11 წლის ვაჟმა კრიპტოვალუტით "ცელქობა" დაიწყო.
პიჩაის სიტყვებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ოჯახური ვახშმის დროს იგი ოჯახთან ერთად ბიტკოინზე საუბრობდა, თავისმა ვაჟმა საუბარი შეაწყვეტინა და განუცხადა მამას - ტექნოლოგიურ გენიოსს - იმის შესახებ, რომ იგი, Bitcoin-ის თავისებურებანზე კი არა, Ethereum-ის შესახებ საუბრობდა. პიჩაის ვაჟი გვიყვება, რომ დაკავებულია Ethereum-ის მაინინგით და ამისთვის, არა ASIC მაინერს, არამედ, მხოლოდ სახლის კომპიუტერს იყენებს.
საინტერესოა, რომ პიჩაი - ერთადერთი Google-ის მმართველი წევრი არ არის, ვისი შვილიც კრიპტოვალუტური აქტივებით და ბლოკჩეინ ტექნოლოგიით არის დაკავებული. Ethereum World News-ის თანახმად, Google-ის თანადაფუძნებელმა სერგეი ბრინმა განაცხადა, რომ თავისი 10 წლის ვაჟი Ether-ს ამაინინგებდა. ამის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა:
ერთი თუ ორი წლის წინ, ჩემმა ვაჟმა გეიმერული კომპიუტერის ყიდვაზე დამითანხმა. მე ვუთხარი მას - კარგი, მაგრამ თუ ვიყიდდით, ჩენ ასევე კრიპტოვალუტასაც გამოვიმუშავებდით, ამიტომ ჩვენ თავის კომპიტრეზე Ethereum მაინერი დავაინსტალირეთ.
საინტერესოა, რომ გენერალური დირექტორის თქმით, მას მოუხდა შვილისთვის იმის ახსნა, თუ როგორ აწარმოებს ხელისუფლება ვალუტას და ის თუ "როგორ მუშაობს ფინანსური სისტემა სინამიდვლეში". პიჩაიმ აღნიშნა, რომ თავისმა შვილმა Ethereum-ის კონცეფცია უკეთესად გაიაზრა, ვიდრე ფიატის კონცეფცია, რაც არც ისე ეგასაკვირია, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მასშტაბურია ქაღალდის ფულიდან ციფრულზე გადასვლა.
მასალების მიხედვით ethereumworldnews.com
ასევე წაიკითხეთ
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს
29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.