Coinbas-ი აგრძელებს ინვესტორების სახსრების დაკავებას, რადგან BCH-ის ქსელის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ფასები თავიანთ პიკირებას აგრძელებენ და ტრეიდერებს აზარალებენ.
ბევრმა მსხვილმა კრიპტოპლატფორმამ, მათ შორის Binance, Huobi და Kraken-მა მომხმარებლისთვის დეპოზიტები გახსნა, ხოლო Coinbase-მა ინვესტორების სახსრები გაყინა.
კომპანია განმარტავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კლიენტების ფასების მერყეობისგან და ქსელის არამდგრადობისგან დასაცავად მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ჰარდფორკი მოხდა, Bitcoin Cash-ის (ახლა უკვე ბირჟების უმეტესობაზე BCHABC) ღირებულება თითქმის 40% დაეცა, ინვესტორებმა კი, კრიტიკულ მომენტში თავიანთი აქტივების გაყინვის გამო, სერიოზულად იზარალეს. ბაზარზე სიტუაცია უფრო და უფრო იმუხტება.
მიუხედავად იმისა, რომ Coinbase-ი ციფრული ვალუტის სფეროში ლიდერად ითვლებოდა, ბირჟამ თავისი მომხმარებლები „ჭირში“ მიატოვა და მათ პორტფელების დნობის პროცესი აყურებინა. სხვა ჯაჭვის ლისტინგი, თავისთავად, სარისკოა, მაგრამ ვაჭრობის სრული აღდგენის შეუძლებლობა, ტრეიდერებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.
Coinbase-ის გუნდი სიტუაციის განმუხტვას არ ჩქარობს. მისი მომხმარებელთან კონტაქტი ერთი ტვიტით შემოიფარგლა, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიპტობირჟამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და აქტივები იმ დრომდე იქნება გაყინული, სანამ ქსელი არ დასტაიბლურდება.
ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ხისტი გამოდგა კლიენტებთან მიმართებაში, თუნდაც მათ აქტივების შესანარჩუნებლად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ BCH-ის ქსელი სტაბილიზაცია, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რადგან Bitcoin Cash ABC (BCH ABC) და Bitcoin Cash Satoshi Vision (BCH SV) ჰეშ-კონტროლის მოპოვებაზე ღიად ომობენ.
ერთის მხრივ - Coinbase მარეგულირებელი კომპანიაა და ის, შესაძლებელია, სერიოზულ იურიდიულ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, თუ თავის კლიენტებს ვაჭრობის უფლებას მიცემს და ისინი ტექნიკური შეფერხებებისა და მეორადი ტრანზაქციებისგან დაცვის უქონლობის გამო დაზარალდებიან.
მეორეს მხრივ კი - თუ ცენტრალიზაცია ტრეიდერებს თავიანთი სახსრებით განკარგვას შეუშლის, დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ მომხმარებელმა თავის ქსელზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. ქრეიგ რაითის Bitcoin ABC-ს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გამონათქვამები, კრიპტოსამყაროში დაუსჯელი არ დარჩება. თუმცა, დღეს დღეობით, რაითი, ბაზარზე არსებულ ქაოსის შექმნასა და მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
ასე რომ, ჩვენ მხოლოდ იმის იმედიანი ლოდინი დაგვრჩენია, რომ BCH-ი თავად მოაგვარებს თავის პრობლემებს.
ასევე წაიკითხეთ
სხვადასხვა კრიპტობირჟაზე ორდერების შესრულების სიქჩარის ანალიზი
ციფრული აქტივებით ვაჭრობის დროს სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორდერების შესრულება ბაზარზე სხვაობაზე მოგებასა და ზარალს შორის წამით ადრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გასაკვირი არაა, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმა Deribit-მა ორდერების დახურვის სიქჩარის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა, რათა მათ უკეთესი შედეგის დემონსტრირება მოეხდინათ. Deribit-ის გარდა ანალიზში მონაწილეობას Bitfinex-ის, Binance-ის, Coinbase-ის, Bitmex-ის და Okex-ის ბირჟები იღებდნენ.
Huobi აფრიკაში, ახლო აღმოსევლეთსა და სამხრეთ აზიაში გეგმავს მუშაობას
ამის შესახებ დუბაიში ჩატარებულ ბლოკჩეინ-სამიტზე ბირჟის თანადამფუძნებელმა მოჰით დავარმა განაცხადა. დუბაის სამიტი - კრიპტოსივრცეში ერთე-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ამბიციური გეგმები ფართო აუდიტორიას გააცნონ. სამიტს 1000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.