ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს
კომიტეტის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც 50 თანამშრომელი ესწრებოდა, Huobi-ს გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ლი ლინმა აღნიშნულს თავისი ფირმისთვის „მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა.
მას შემდეგ, რაც შარშან შემოდგომაზე ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ჩინეთში კრიპტოვალუტა აკრძალეს, ადგილობრივი ბირჟები იძულებულნი გახდნენ უფრო მეგობრულ დამოკიდებულებაზე გადასულიყვნენ. ამ ეტაპზე, ბირჟა Huobi სინგაპურის ტერიტორიაზე მოქმედებს, თუმცა ჩინურ ბაზარზე კონსულტაციებსა და კვლევების ჩატარებას აგრძელებს.
კომუნისტური პარტია კომპანიებისგან ითხოვს, რომ, თუ კომპანიაში კომუნისტური პარტიის სამი ან მეტი წევრი მუშაობს - კომიტეტი შეიქმნას. მართალია, ეს მითითება მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს ეხებოდა, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მითითებით კერძო საწარმოებიც ხელმძღვანელობენ.
ჩინეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტურ მოღვაწეობას კრძალავს, მათ შორის, ტოკენების გაყიდვას, თუმცა ისინი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას აქტიურად უჭერენ მხარს. მართლაც, კომუნისტური პარტია სახელმწიფო აპარატებში ბლოკჩეინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მიესალმება, ხოლო ა.წ. აგვისტოში სტატიაც კი გამოაქვეყნა, რომელში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართ პარტიის წევრებისათვის და თანამდებობის პირებისათვის დამოკიდებულება განმარტა.
ასევე წაიკითხეთ
KuCoin პლატფორმებიდან 6 ტოკენს წაშლის
ხუთშაბათს, კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა განაცხადა, რომ თავისი პლატფორმიდან 6 ტოკენის წაშლას აპირებს. კერძოდ: EncrypGen (DNA), Publica (PBL), ქსელი Raiden (RDN) ტოკენი, Monetha (MTH), Blockmason Credit Protocol (BCPT) და ტოკენი Gladius (GLA).
ესტონეთმა ევროკავშირში კრიპტოვალუტური საქმიანობისთვის ლიცენზია გასცა
12 ნოემბერს კრიპტოვალუტურმა ბირჟა B2B-მ, გამოაცხადა, რომ ესტონეთის ფინანსური მარეგულირებლისგან (FIU) ციფრული ვალუტის ვაჭრობისთვის ლიცენზია მიიღო, როგორც მთლიანად რეგულირებადი ბირჟა.

