ამჟამად ინდური კრიპტო-ბაზრის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირჟასა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დავას განიხილავს.
მოსმენა, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოცხადდეს, არაერთხელ გადაიდო და ამჟამად 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
წარმოქმნილი სირთულეების გამო კრიპტოვალუტური ბირჟა Zebpay იძულებული გახდა შეეწყვიტა ქვეყანაში ოპერაციების წარმოება და მეგობრულ მალტაში გადაბარგებულიყო.
ცენტრალური ინდური ბანკი კრიპტოვალუტებისადმი და მათთან დაკავშირებულ ოპერაციებისადმი მტრულად არის განწყობილი. შედეგად, კრიპტოსივრცის წარმომადგენლებსა და მარეგულირებლებს შორის რამდენიმე წლიანი დაპირისპირება მიმდინარეობს. შექმნილი ვითარების და ზოგადად ინდოეთში კრიპტოვალუტის ბუნდოვანი მომავლის გამო, ბევრ კომპანიას კრიპტოოპერაციები ინდოეთიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.
მალტაზე გადასვლის შემდეგ ბირჟა Zebpay საკუთარ მომსახურებას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანას შესთავაზებს, თუმცა მათ რიცხვში ინდოეთი არ იქნება. ისეთ ქვეყნებში მცხოვრები კრიპტო-ინვესტორები როგორიცაა ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია და შვედეთი Zebpay-ს სერვისებით თავისუფლად ისარგებლებენ.
თავის დროზე ინდოეთში 6 მილიონი კრიპტოინვესტორის ნახევარს ბირჟა Zebpay-ი ემსახურებოდა.
ბაზარზე ახალი მოთამაშე მალტამ გაშლილი ხელებით მიიღო, რაც ბირჟისთვის და მისი მომხმარებლებისთვის მომგებიანია. წარმატებულმა და სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილმა რეგულაციებმა პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო კრიპტო-კომპანიებისა და ინვესტორებისთვის ნამდვილ სამოთხედ აქცია. ამიტომაც სულ არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიო ბაზარზე კრიპტოვაჭრობის მოცულობის უდიდასი ნაწილი სწორედ მალტაზე მოდის.
BTCManage-ის მონაცემებით, მალტაზე რეგულირებადი კრიპტობანკის გახსნას მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტური ბირჟა Binance-იც გეგმავს.
მასალების მიხედვით https://btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
Coincheck-მა 2018 წლის მესამე კვარტალში დანაკლისის ზრდაზე ანგარიში გამოაქვეყნა
კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი თავდასხმის შემდეგ, იაპონური კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ი განაგრძობს ბრძოლას ფინანსური სტაბილურობისთვის. მიუხედავად ამისა, 2018 წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.
სხვადასხვა კრიპტობირჟაზე ორდერების შესრულების სიქჩარის ანალიზი
ციფრული აქტივებით ვაჭრობის დროს სიჩქარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ორდერების შესრულება ბაზარზე სხვაობაზე მოგებასა და ზარალს შორის წამით ადრე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გასაკვირი არაა, რომ კრიპტოვალუტის პლატფორმა Deribit-მა ორდერების დახურვის სიქჩარის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტა, რათა მათ უკეთესი შედეგის დემონსტრირება მოეხდინათ. Deribit-ის გარდა ანალიზში მონაწილეობას Bitfinex-ის, Binance-ის, Coinbase-ის, Bitmex-ის და Okex-ის ბირჟები იღებდნენ.