ცნობილმა კრიპტოენთუზიასტმა ტონ ვეისმა თავის ბოლო ინტერვიუში განმარტებს, თუ რატომ ანიჭებს უპირატესობას ბიტკოინს ალტკოინთან შედარებით. მან ასევე განიხილა ბლოკჩეინის ალტერნატიული გამოყენება.
ინტერვიუს დასაწყისში ტონ ვეისი ხსნის, თუ რატომ სჯობია ბიტკოინი ალტკოინს. მას მაგალითად Monero მოყავს:
ის, რომ Monero კრიპტომომხმარებლებს შორის პოპულარულობით არ სარგებლობს - პირველი ფაქტორია. მეორე ფაქტორი - დეველოპერები არიან. ბიტკონის დეველოპერები სულ სხვა - უფრო მაღალ დონეზე ახდენენ პროგრამირებას. ამიტომაც ის Monero -ზე ბევრად სანდოა.
ვეისი ასევე ამბობს, რომ ხალხმა მაინინგისთვის სახსრები ელექტროენერგიაში და აღჭურვილობაში უნდა ჩადონ. მისი თქმით, ადამიანებს Monero-ს მსგავს მონეტებში ინვესტირება არ სურთ, რადგან ხვდებიან, რომ შესაძლოა მომავლში მან აღარც კი იარსებოს. გარდა ამისა, შეუძლებელია მუდმივად Monero-ს ამუშავებდე, ცვლიდე მას სხვა ვალუტაში და ასე ღებულობდე სარგებელს. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთი დასკვნა:
ბიტკოინი არ უწევს კონკურენციას Monero-ს, იგი არ უწევს კონკურენციას Litecoin-ს. ბიტკოინი უწევს კონკურენციას ოქროს, აშშ დოლარს, ევროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ემიტირებულ დაკრედიტების სპეციალურ წესებს.
მისი თქმით, ბიტკოინის და Monero-ს შედარება არ შეიძლება, რადგან Monero მხოლოდ Litecoin-ს, Zcash-ს და სხვა ალტკოინებს უწევს კონკურენციას.
ინტერვიუს დასასრულს ტონ ვეისი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ისეთი ბლოკჩეინი, რომელსაც ფიზიკური აქტივები აქვს მიბმული. მისი თქმით, ბლოკჩეინების უკეთესი გამოყენება ვიდრე კრიპტოვალუტაა - არ არსებობს.
მასალების მიხედვით https://ambcrypto.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება
ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.
NEO-ს დამფუძნებელი: Blockchain-ი და რეგულირება არათავსებადია
კომპანია Antshares-ის (ამჟამად ცნობილი, როგორც NEO) დამფუძნებელი ჰონგფეი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ზედმეტად რეგულირდება. ცოტა ხნის წინ, ჩინურ გამოცემა 8BTC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ბლოკჩეინი არსებული რეგულირების სისტემის პირობებში რთულად თუ გადარჩება"