ქრისტა ჰანესდოტირი მაინინგით ყოფილი თევზის გადამამუშავებელ ქარხნის შენობაშია დაკავებული, რომელიც ისლადიაში აეროპორტ კეფლავიკის მახლობლად მდებარეობს. მან, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ეკო-პრობლემების საკითხების მოგვარებაში, რომლებიც კრიპტომოპოვებას თან სდევს.
კრიპტოვალუტის მოპოვება ძალზედ ენერგოდანახარჯიანი საწარმოა. სერვერების ალგორითმების ხანგრძლივი სისტემაა, რომელიც Bitcoin (BTC)-ს მოიპოვებს და წელიწადში 22 ტერავატ/საათში ელექტროენერგიას მოიხმარს.
ქვეყნის ხელისუფლება ეკოლოგიაზე მაინინგების ზეგავლენის შესახებ სერიოზულად ალაპარაკდა, რადგან ისლანდიაში წლის განმავლობაში ეკოტურიზმით დაინტერესებული 2,2 მილიონ ტურისტი ჩადის.
ჰანესდოტირი მათემატიკის მასწავლებელია, რომელმაც მოიფიქრა გამოსავალი, თუ როგორ იყოს უფრო კონკურენტუნარიანი მაინინგში. ის ადგილობრივ ფერმერებს მოელაპარაკა და ზედმეტი გეოთერმალური ენერგიის გამოყენება შეთავაზა. ჰანესდოტირმა სპეციალური მოწყობილობის საშუალებით კრიპტოვალუტის გამომუშავების შედეგად გათავისუფლებული ენრეგია ფერმერების სათბურების და სამეურნეო ნაგებობების გასათბობად გამოიყენა.
„ფერმერებს დიდი თავისუფალი ტერიტორია აქვთ, ამიტომ ჩვენთვის უფრო მარტივია მოწყობილობა მათ ტერიტორიაზე გადავიტანოთ“, - განაცხადა ქრისტიმ. „ასევე თქვენ იმ შენობის გათბობას შეძლოთ, სადაც მოწყობილობაა დამონტაჟებული. ამით ჩვენ იჯარის და ელექტროენერგიის გადასახადებს ვამცირებთ“.
ქრისტი თავიდან სირთულეებს გადააწყდა, რადგან ფერემერების დარწმუნება თავის ფერმებში ათობით მაინინგი დაეყენებინათ ადვილი საქმე არ იყო, თუმცა, მასწავლებელმა ეს შეძლო.
მაინინგების სისტემაში დანერგვა - ერთადერთი საშაუალებაა კრიპტოვალუტა ეკო-ფრენდლი გახადო.
ქრისტი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტის წარმოება თავისი დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილად არ ახდენს ეკოლოგიაზე დადებით ზეგავლენას. შესაძლოა, ენერგოგაცვლა გამოსავალი გახდეს და კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესს სატოში ნაკამატოს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს: მსოფლიო წყობა ისე შეცვალოს, რომ ის ამ პროცსში არ დაიშალოს.
მასალების მიხედვით https://coinidol.com
ასევე წაიკითხეთ
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.
ტეხასმა მაინინგის ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა
ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .