Facebook Inc-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას WhatsApp დანართის მეშვეობით მისცემს. პირველ რიგში, მხედველობაში ინდოეთის ბაზარი მიიღება. Facebook-ი ჯერ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვების სტრატეგიაზე მუშაობს, კასტოდიანის ძებნით არის დაკავებული და მონეტის უზრუნველმყოფი ფიატის შენახვის მეთოდებს განიხილავს.
ყველა დიდი ხანია ელის, რომ Facebook-ი გადადგამს ნაბიჯს საფინანსო სერვისების სფეროში იმის შემდეგ, რაც 2014 წელს კომპანიამ PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი თავის დანართის Messenger-ის გასაშვებად დაიქირავა. მაისში მარკუსი კომპანიის ბლოკჩეინ-ინიციატივების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. LinkedIn-ში მითითებული მონაცემების თანახმად, Facebook-ის ბლოკჩეინ-პროექტების განყოფილებაში დაახლოებით 40 ადამიანი მუშაობს. ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, Facebook-ი განაწილებული რეესტრების ტექნოლოგიის შესაძლებლობების კვლევით არის დაკავებული.
მობილური შეტყობინებების დაშიფრული დანართი WhatsApp-ი ინდოეთში პოპულარობით სარგებლობს და 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლის. ქვეყანა, ასევე, ფულად გზავნილებშიც ლიდერობს-2017 წელს, მსოფლიო ბანკის განცხადების მიხედვით, ინდოელებმა საკუთარ ქვეყანაში 69 მილიარდი დოლარი გადარიცხეს.
შარშან სტაბილურ მონეტებთან დაკავშირებული კრიპტო-პროექტების ბუმი შეიმჩნეოდა. რაღაც მომენტში, ვებ-გვერდ Stable.Report-ის მონაცემებით,რომელიც სტაბილურ ტოკენებს თვალყურს ადევნებს, ასეთი პროექტების რაოდენობამ 120-ს მიაღწია. სტაბილური მონეტის კონცეფცია მის ფიატზე მიბმაში მდგომარეობს, რაც მონეტას ნაკლებად მერყევს ხდის.
Facebook-ს, რომელსაც 2,5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში, 40 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი, რეგულირების საკითხების გადაწყვეტის მდიდარი გამოცდილება - წარმატებული სტეიბლკოინის შექმნის ყველა შანსი აქვს. ეს იქნება პირველი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია , რომელიც ასეთ პროექტს გაუშვებს.
Facebook-ი ინდოეთში ზრდის უზარმაზარ პოტენციალს ხედავს, რადგან ქვეყანაში 480 მილიონი ინტერნეტ-მომხმარებელია, ხოლო 2022 წლისთვის ეს რიცხვი Forrester Research Inc.-ის პროგნოზის მიხედვით, 737 მილიონს მიაღწევს.
მასალების მიხედვით https://www.bloomberg.com
ასევე წაიკითხეთ
SWIFT GPI-ი RIPPLE NET-ის წინააღმდეგ
შეძლებს თუ არა SWIFT GPI-ი კორესპონდენციული ბანკინგის გადარჩენას, რომელიც RippleNet-ის საგადამხდელო სისტემის პოპულარობის გამო გაქრობის პირას არის მისული? ორივე სისტემას საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ფინანსური კორპორაციები უნდა შეეგუონ ბაზრის ახალ პირობებს, რომელიც მომხმარებელს უფრო იაფ, გამჭირვალე და სწრაფ საგადამხდელო გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
PayPal-ს კრიპტოვალუტა არ მოწონს, თუმცა იყენებს მას
მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.