ბირჟა Nasdaq-ი ცდილობს, 2019 წლის პირველ კვარტალში კონტრაქტების ჩასაშვებად, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
Bitcoin-ფიუჩერსებმა მალევე დაიპყრეს ფინანსური მსოფლიო და მსხვილი ბროკერული კომპანიების წინააღმდეგობა გამოიწვიეს, როდესაც CME Group Inc.-მა და Cboe Global Markets Inc.-მა ფიუჩერსებთან დაკავშირებით ბიუროკრატიული ფორმალობების ამოშლის დაჩქარებული პროცესი გამოიყენეს, რათა შარშან დეკემბერში კრიპტო-ბუმის პიკზე კონტრაქტები სწრაფად გამოეტანათ ბაზარზე. მიუხედავად დიდი იმედების, რომ Bitcoin-ფიუჩერსები ინსტიტუციური ინვესტიციების ახალ ერას შექმნიდნენ, ასეთი ფიუჩერსებით ვაჭრობა არც ისე შედეგიანი გამოდგა, ხოლო კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად დაეცა.
ჯერ კიდევ იანვარში, Nasdaq ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადენა ფრიდმანმა განაცხადა, რომ ბირჟა განიხილავს, თუ როგორ გახადოს კონტრაქტები კონკურენტებზე უკეთესი. Nasdaq-ის ფიუჩერსები სხვადასხვა ბირჟებზე Bitcoin-ის ფასს დაეყრდნობიან, რაზეც ინფორმაციას კომპანია VanEck Associates Corp.-ი მიაწვდის.
Nasdaq - ერთადერთი ბირჟა არ არის, რომელიც Bitcoin-დირივატივებით ვაჭრობას აპირებს. კომპანია Intercontinental Exchange Inc.-მა, რომელიც ბირჟა New York Stock Exchange-ს ფლობს, ასევე განაცხადა, რომ ფიუჩერს კონტრაქტებს 24 იანვრიდან გაუშვებს.
მასალების მიხედვით https://www.bloomberg.com
ასევე წაიკითხეთ
ბირჟა Poloniex-ი შეღავათიან ტრეიდინგს USDC ახანგრძლივებს
როგორც ადრე ვწერდით, სტაბილური მონეტების ომში ბირჟა Poloniex-ი მონაწილეობა ცალსახაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბირჟამ მიიღო გადაწყვეტილება მის პლატფორმაზე ტოკენის USDC გამოყენებისთვის საფასური არ მიიღოს. ნოემბერში USDC ვაჭრობა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მიმდინარეობდა. ბირჟის მონაცემებით, დაურიცხავი საკომისიოს ჯამურმა ღირებულებამ 500 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
Coinbase თავისი თანამშრომლებისთვის არასტანდარტულ სამედიცინო მომსახურეობას აფინანსებს
Coinbase თანამშრომლებს წელიწადში $5000 სთავაზობს, კვერცხუჯრედების გაყინვის მსგავსი სამედიცინო მომსახურეობის საფასურის გადახდისთვის. ასეთი მომსახურების შესაძლებობა Coinbase-ს სტანდარტულ სამედიცინო დაზღვევასთან ერთად, თანამშრომლებს დამატებით ეძლევა.

