ორგანიზაცია Initiative for CryptoCurrencies and Contracts-ის მკვლევარები, რომლებმაც არჩევნებზე ხმის მიცემის ტრადიციული და ბლოკჩეინ-მეთოდები ერთმანეთს შეადარეს, უმრავლესობის ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მათი აზრით, გაუმჯობესების ნაცვლად ხმების დათვლაში ბლოკჩეინის გამოყენება არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს
აშშ-ს დასავლეთ ვირჯინის შტატში,იაპონიასა და შვეიცარიაში არჩევნებზე ხმის დაფიქსირებისთვის ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უკვე გამოიყენებოდა. თუმცა სპეციალისტთა აზრით მოცემულ ტექნოლოგიაზე გადასვლა დემოკრატიული არჩევნების 100 %-იანი გარანტი ვერ გახდება. მეტიც, მათ მიერ დასახელებულ ოთხ ფაქტორს ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია.
გამომთვლელი მოწყობილობების და ინტერნეტ-კავშირის დაუცველობა
ყველაზე თანამედროვე კომპიუტერებიც კი უსაფრთხოების სრულ გარანტიას ვერ იძლევია. არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფათა უმეტესობა ღია თუ ფარული სუსტი წერტილებითაა სავსე. ქსელის მსგავსად, მოწყობილობებიც დაუცველია. ინტერნეტ-ტრაფიკზე განხორციელებულ მიზანმიმართულ შეტევას ეროვნულ მასშტაბში დმოკრატიული ინსტიტუტების მუშაობაში სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.
ჰაკერული თავდასხმები
უცხო მთავრობების მხარდაჭერით მოქმედი ჰაკერები ქსელებში და მათთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწყობილობებში არსებულ სუსტ წერტილებს ადვილად პოულობენ. ქაღალდის ვარიანტის გარეშე, თავად შესაძლებლობის დაშვება, რომ ვიღაცა ელექტრონული ხმების გაყალბებას ფარულად შეძლებს, არჩევნების დემოკრატიულობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
ხმის მიმცემ გამომთვლელ მოწყობილობებზე ბლოკჩეინის დამოკიდებულება
ბლოკჩეინის შემთხვევაში ხმების დათვლის სისტემა ამომრჩევლის მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ხმის დათვლის შედეგები რეესტრში საიმედოდ იქნება შენახული, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ხმა სწორედ იყო გაგზავნილი. სავსებით შესაძლებელია, მომხმარებლის სპეციალური პროგრამული უზრუნვლყოფით დავირუსებულმა მოწყობილობამ „ა“ კანდიდატისთვის განკუთვნილი ხმა „ბ“ კანდიდადთან გადაამისამართოს.
ხმების მოსყიდვა
აშშ-ს არჩევნების შემთხვევაში ხმების მოსყიდვა იშვიათობაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფარული ხმის მიცემა მოსყიდვის შემოწმებას ართულბეს და ამავდროულად, სამართლიანობის სადარაჯოზე მკაცრი კანონები დგანან. ინტერნეტის მეშვეობით ონლაინ ხმის მიცემას მოცემული „თავდაცვის ზღუდეების“ ეფექტურობა ნულამდე დაყავს.
მეცნიერთა აზრით, კიმპანიები და მათი ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ონლაინ-ხმის მიცემას ემხრობიან, საარჩევნო პროცესის მთლიანობას რისკის ქვეშ აყენებენ. დამცავი ელემენტის სახით ბლოკჩეინის გამოყენებამ, დემოკრატიას შეიძლება ახალი საფრთხეები შეუქმნას.
ასევე წაიკითხეთ
Telefonica IBM Blockchain-ის გამოყენებას დაიწყებს
ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
შეუძლია თუ არა ბლოკჩეინს ფრილანსერების პრობლემების მოგვარება?
ბოლო რამდენიმე წელიწადში შტატგარეშე სფერო მასშტაბებით საგრძნობლად გაიზარდა. ის როგორც უპირატესობას, მაგალითად, თავისუფალ გრაფიკს, ასევე ნაკლოვანებებს (სოციალური პაკეტის არარსებობა) შეიცავს. დამსაქმებელისთვის ფრილანსერთა მომსახურებობით სარგებლობა ძალიან მომგებიანია, ვინაიდან მათ თანხების ეკონომიის საშუალება და გლობალური მუშა ძალისადმი წვდომა უჩნდებათ.