შევაფასოთ მიზნობრივ დონეზე აღდგენის გაგრძელების ალბათობა.
XLM/USDგუშინ Stellar Lumen-ის გამოსყიდვა 0.112 USD-ის დონიდან აქტიურად მიმდინარეობდა, ხოლო 0.120 USD-ის ნიშნულთან ვაჭრობის მოცულობა შემცირდა და ფასიც ქვემოთ ჩაცოცდა. სანამ წყვილი 0.107 USD ქვემოთ არ ჩამოსულა, ისევ არის 0.140 USD-ის მიზნობრივ დონესთან აღდგენის შანსი, მაგრამ როგორც კი წლიური მინიმუმის დონე დაიძლევა, აღდგენის არსებობა შეგვიძლია დავივიწყოთ. შემდეგი წლიური მინიმუმი 0.100 USD-ის მიდამოში იქნება.
EOS/USDEOS-ის საკმაოდ კარგი ვაჭრობის მოცულობა 1.90 USD-ის დონიდან დაიწყო. ფასმა 2.00 USD-ის ნიშნული გადალახა, მოცულობამ დაკლება დაიწყო და წყვილი საშუალო მცოცავ EMA55-თან შემობრუნდა. EOS-ის ღირებულების საშუალო ფასების დონესთან ზრდამ, Bitcoin Cash ABC-თან კაპიტალიზაციის საერთო დონესთან შედარებით, მას უპირატესობა მოუტანა. ამჟამად EOS-ი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, $1.75 მილიარდით.
თუ დღეს წყვილი 1.780 USD-ის დაბლა დაიწევს, მაშინ ეს მიზნობრივ 2.300 USD-ის ნიშნულთან აღდგენას გამორიცხავს. ასეთი დინამიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ კვირის ბოლომდე წყვილი წლიურ მინიმუმს 1.400 USD-ის მიდამოში განაახლებს.
BCH/USDBitcoin Cash ABC-ს ფასი გუშინ წივრო გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდირდა, 100.00 USD-ის ფსიქოლოგიური ნიშნულის ქვეშ. ასეთი კონსოლიდაცია Bitcoin Cash ABC-ს საშუალებას აძლევს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოაქტივების ათეულის მე-7 პოზიცია დაიკავოს.
მერვე ადგილზე განთავსდა Bitcoin Cash SV. მისი კაპიტალიზაცია $1.5 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით $200 მილიონით ნაკლებია, ვიდრე Bitcoin Cash ABC-სი.
BCHSV/USDC-ს წყვილი საშალო მცოცავის დონის დაბლა ჩაჯდა და არც თუ ისე საიმედო მხარდაჭერისკენ, 83.00 USD-ის მიდამოში მიემართება. მეტად ძლიერი მხარდაჭერა 76.80 USD-ის დონეზე იმყოფება. კვირის ბოლომდე BCHSV-ს ფასი მასაც შეამოწმებს.
LTC/USDსასაზღვრო დონე, რომლის დაბლაც ფიბონაჩის ნოლოვან დონემდე აღდგენა შეუძლებელი იქნება, 22.8 USD-ის ნიშნულზე მდებარეობს, მაგრამ ფასი ჯერ ამ დონის თავზეა, სადაც მიზნობრივი 30.00 USD-ის ნიშნულამდე აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის 14.11.2018-სთვის
ალტკოინების ბაზარზე ფასების შემცირებამ ჯერ მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწია. საკვანძო მხარდაჭერების რე-ტესტის შემდეგ, შესყიდვები შეიძლება განახლდეს.