BiTtorent - ეს ის კომპანიაა რომელმაც წამყვანი p2p პროტოკოლი შეიმუშავა, ასევე ისეთი პროდუქტები როგორიცაა BitTorrent-ი და µTorrent-ი. კრიპტოვალუტური გადახდების მხარდაჭერას კომპანია CoinPayments.net-ი უზრუნველყოფს.
TRON-ის დამფუძნებელმა და BitTorrent-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯასტინ სანმა ამ მოვლენას კომენტარი გაუკეთა:
BitTorent-ი უერთდება ონლაინ-კომპანიების მზარდ რიცხვს, ვისი პროდუქტი და მომსახურეობა მომხმარებლებისთვის TRX კრიპტოვალუტის სანაცვლოდ არის ხელმისაწვდომი. BitTorrent-ს უკვე დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი ყავს, ამიტომ მისმა ერთმა ნაბიჯმა, TRX-ს გამოყენებით, სხვადასხვა კრიპტოპლატფორმაზე შეიძლება წინ წაწიოს, ასევე BitTorrent-ის და µTorrent-ის პრემიალური პროდუქტებიდან კლიენტები მეტ სარგებელს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ TRON 2017 წელს იყო დაფუძნებული. კომპანიის მიზანია, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერნეტის დეცენტრალიზაცია და დეცენტრალიზირებული აპლიკაციების დანერგვა. კომპანია BitTorrent-ი ფონდმა 2018 წელს შეიძინა.
მასალების მიხედვით https://tokenpost.com
ასევე წაიკითხეთ
წინასაახალწლო კრიპტოვალუტური რეიტინგი ჩინეთიდან
წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
Tron-მა 1 მილიონ მომხმარებელს მიაღწია
ბლოკჩეინ Tron-მა, 23 დეკემბერს 1 მილიონიან მომხმარებელს მიაღწია. პროექტ IAmDecentralized.org-ის კრიპტოვალუტური პროექტის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, მიშეი ლედერმანმა, ქსელში სტატისტიკა გამოაქვეყნა, რაც ამ რაოდენობის მისამართებს ადასტურებს.